aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გერმანიის საჰაერო ძალებმა ავღანეთიდან მძიმედ დაავადებული ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში გადმოიყვანეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ავღანეთში მისიის ფარგლებში მყოფი ქართველი ჯარისჯაცი ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზით თბილისში გადმოიყვანეს.

აღნიშნულ ინფორმციას გერმანიის საელჩო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჯარისკაცის ევაკუაციის მიზეზი მისი დაავადება გახდა.

საელჩოს ცნობით, ჯარისკაცი ქართულ კონტიგენტთან ერთად ავღანეთის ჩრდილოეთში მისიის შესასრულებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მძიმედ დაავადდა.

“ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატო-ს ოპერაციის „Resolute Support“ (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას. ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „Resolute Support“-ის ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....