მთავარი ციტატა

“პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს, პროცესი გააჭიანუროს და ბოლოში არ გავიდეს”- რურუას ადვოკატი

“საკმარისი საფუძველი არსებობს იმ ეჭვისთვის, რომ პროკურატურა ცდილობს ბოლოში არ გავიდეს საკუთარი მოწმეების დაკითხვაზე. ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რის გამოც რურუა საპატიმროშია, არის ის, თითქოს, შეიძლება მან მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს. მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარე მოწმეების დაკითხვა ამოიწურებოდა, დავაყენებდით შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. ახლა პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს ეს პროცესი გააჭიანუროს და საპატიმროში დატოვოს.”

დიმიტრი საძაგლიშვილი  „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატი

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იტვირთბა....