სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსის ინფექციისგან განიკურნა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ პრემიერის ოჯახის წევრებიც.
ამის შესახებ ფაშინიანმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
„ჩვენ ახლახანს მივიღეთ ტესტების პასუხი. ჩვენ ყველას უარყოფითი პასუხი გვაქვს. ჩვენ ასევე გუშინდელ ტესტებზე უარყოფითი პასუხი მოგვივიდა. დავუბრუნდი სრულ სამუშაო რეჟიმს“, – წერს სომხეთის პრემიერ მინისტრი.
შეგახსენებთ, ნიკოზ ფაშინიანსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი პირველ ივნისს დაუდგინდათ.