მთავარი ციტატა

“ამ ერთი თვის განმავლობაში კვლავ ბევრი დახმარების გაცემა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ”

“თუ მთავრობამ კიდევ ერთხელ არ მოგვატყუა, 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი პარლამენტში დღეს უნდა შემოვიდეს. მასში ასახული უნდა იყოს ყველა ის დაპირება, რასაც ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში. როგორც ამბობენ, ბიუჯეტში დახმარების სახით 5 მილიარდი უნდა იყოს მიღებული, რომელიც შემდეგ უნდა განაწილდეს ბიზნესსა და მოქალაქეებზე. სამწუხარო ის არის, რომ პროცედურულად ბიუჯეტს მივიღებთ თვის ბოლოს. ამ ერთი თვის განმავლობაში კი კვლავ ბევრი დახმარების გაცემა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან თუ არ ექნა მას პარლამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მთავრობის დაპირებები მხოლოდ და მხოლოდ ფუჭი განცხადებებია. ბიუჯეტის პროექტში გამოჩნდება მთავრობის ტყუილ-მართალი.”

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, მტავრობას ანტიკრიზისული გეგმით გათვალიწინებული დახმარების პაკეტი ბიუჯეტში უნდა აესახა, ხოლო დოკუმენტი პარლამენტში დღეს უნდა გადააგზავნონ.

 

 

 

იტვირთბა....