ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის გამო დაკეტილი ვერსალის სასახლე დამთვალიერებლებისთვის იხსნება

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ვერსალის სასახლე იხსნება. მე-17 საუკუნეში აგებული საფრანგეთის მეფეების სასახლე დღეიდან იხსნება, თუმცა დამთვალიერებლებისთვის რეგულაციები იმოქმედებს.

ვიზიტორები ვალდებულები არიან, რომ პირბადე ეკეთოთ და 2300-ოთახიან კომპლექსში მხოლოდ ცალმხრივი მიმართულებით იმოძრაონ.

ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ პანდემიის პირობებში ყველაზე დატვირთულ დღეებში 20 ათასი ვიზიტორის ნაცვლად მხოლოდ მეხუთედის მასპინძლობას შეძლებენ.

დამთვალიერებლებისთვის სხვადასხვა დაწესებულება იხსნება ესპანეთშიც. მადრიდში პრადოს მუზეუმი ტურისტებისთვის გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის მარტში კორონავირუსის გამო დაიხურა.

იტვირთბა....