მადრიდში პრადოს მუზეუმი ტურისტებისთვის გაიხსნა. მუზეუმი დამთვალიერებლებისთვის მარტში კორონავირუსის გამო დაიხურა.
მუზეუმმა მუშაობა გარკვეული შეზღუდვებით გააგრძელა – გაიხსნა სივრცეების მხოლოდ გარკვეული ნაწილი.
მადრიდში პრადოს მუზეუმი დღეში მხოლოდ 1800 ვიზიტორს უმასპინძლებს.
მუზეუმში დამთვალიერებლებს გაუზომავენ სიცხეს, აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვაც.