„ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ასევე, გვყავს მსუბუქი პაციენტები. ორი მძიმე პაციენტი რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა. ხვალისთვის ველოდებით სამ პაციენტთან განმეორებით პასუხებს და სავარაუდოდ ხვალ სამი პაციენტი დატოვებს საავადმყოფოს. დღეს ჩვენს კლინიკაში დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია“
ალექსანდრე გოგინავა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი
“პირველი არხი”