8 ივნისს საქართველოში შეზრუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი იწყება. უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან რესტორნები მუშაობას სრული დატვირთვით მუშაობას შეძლებენ.
ღია სივრცის გარდა, ხვალიდან რესტორნები დახურული სივრცის გამოყენებასაც შეძლებენ.
შეგახსენებთ, ხვალიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.
ამასთან, 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა ის სასტუმრო, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები იქნება დაცული.