“ვიმყოფებოდით ატოცში, ვიღებდით ინფორმაციას, ხდებოდა რაღაც ატოცში, ვამოწმებდით ამას, აღმოვაჩინეთ ახალი აგებული კოშკურა. უცებ დაგვესხნენ თავს, ამოგვიგრიხეს ხელები, წაგვართვეს ტელეფონები, ჩაგვსხეს მანქანაში… იმის მაგივრად, რომ ოკუპანტებს მიაქციონ ყურადღება, ჩვენ დაგვსდევენ და გვიზღუდავენ გადაადგილებას”
მიშა ბალიაშვილი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრი
“მთავარი არხი”
შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრები სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მოძრაობის დამფუძნებლის, დათო ქაცარავას თქმით, ისინი უკანონო ტყვეობაში იმყოფებოდნენ.