ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იყო ჭიდაობა, დახრჩობა, ხელების გადაგრეხა…” – სოფელ ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები დააკავეს

დათო ქაცარავასა და მისი გუნდის წინააღმდეგ პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. არსებული ცნობით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ამის შემდეგ თავისუფლება აღუკვეთეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” წევრები სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, დათო ქაცარავას თქმით, ისინი უკანონო ტყვეობაში იმყოფებოდნენ.

ინციდენტი სოფელ ატოცში მოხდა.

“რაც შეეხება ჩვენს დაკავებას, ეს მოხდა ძალიან უხეში ფორმით, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი ფორმით. აქ იყო ჭიდაობა, დახრჩობა, ხელების გადაგრეხა, ძალიან აგრესიული დაკავება იყო. ალბათ, 2 ათეული იყვნენ, 4 ეკიპაჟი იყო მოსული, თან ეს ხდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თვალწინ და მისია თვაყურს ადევნებდა, როგორ აკავებენ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ეწევიან მონიტორინგს.

ეს არის ჩვენი კოლაბორაციონისტი ხელისუფლების კიდევ ერთი სამარცხვინო საქციელი, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ოკუპანტების დაკრულზე ცეკვავს”, – აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.

იტვირთბა....