საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ია.
გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად საქართველოში 13 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3161 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 285 პირი.