დიქტატურებისთვის, რომლებიც ისტორიის განმავლობაში გვინახავს – სიცრუე ზედმეტად უხამსი არასდროსაა, როცა ის პარტიის ძალაუფლებისკენ ლტოლვას ემსახურება. ამ სასაცილო პროპაგანდამ არასდროს არავინ უნდა მოატყუოს – ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია შეერთებულ შტატებში სამოქალაქო მღელვარებას აღვივებს და ამერიკელი ხალხის შემდგომ დაყოფას უწყობს ხელს.
“ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ხისტად იყენებს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დასამალად, ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. დიქტატურებისთვის, რომლებიც ისტორიის განმავლობაში გვინახავს – სიცრუე ზედმეტად უხამსი არასდროსაა, როცა ის პარტიის ძალაუფლებისკენ ლტოლვას ემსახურება. ამ სასაცილო პროპაგანდამ არასდროს არავინ უნდა მოატყუოს.
აშშ-სა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის განსხვავებები უფრო ძლიერი ვერ იქნება.
ჩინეთში, როცა ტაძარი იწვის, თავდასხმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ თითქმის პირდაპირ არის ნაბრძანები. აშშ-ში, როცა ტაძარი იწვის, ცეცხლის წამკიდებლები მთავრობის მიერ ისჯებიან, ეს არის მთავრობა, რომელიც მორწმუნეებს სახანძრო მანქანებით, წყლით დახმარებითა და კომფორტით უზრუნველყოფს.
ჩინეთში მშვიდობიან დემონსტრანტებს ჰონგ კონგიდან თიანანმენის მოედნამდე, შეიარაღებული სამხედროები ხმის ამოღებისთვისაც სიკვდილამდე სცემენ. ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ფაქტების შესახებ წერენ, ხანგრძლივად აპატიმრებენ. აშშ-ში, კანონის უზენაესობა, როგორც სახელმწიფო, ისე ფედერალური არაკეთილსინდისიერ ოფიცრებს სასამართლოს წინაშე წარადგენს, მიესალმება მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციებს, თუმცა, ძალის გამოყენებით აღკვეთს ძარცვას და ძალადობას. ძალას იყენებს კონსტიტუციის შესაბამისად, რათა დაიცვას საკუთრება და ყველას თავისუფლება. ჩვენი თავისუფალი პრესა ამბებს კედლიდან კედელზე ავრცელებს, რათა მთელმა მსოფლიომ ყველაფერი ნახოს.
ჩინეთში, როცა ექიმები და ჟურნალისტები ახალი ინფექციის საფრთხეების შესახებ გვაფრთხილებენ, კომუნისტური პარტია მათ აჩუმებს და აქრობს, იტყუება დაღუპულთა საერთო რიცხვისა და ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ სიცოცხლეს და ვაშენებთ მკურნალობის, მოვლის და დაზღვევის გამჭვირვალე სისტემებს – ყველა სხვა ქვეყანაზე მეტად – ვეძებთ პანდემიის შეჩერების გზებს მსოფლიოსთვის.
ჩინეთში, როცა მოქალაქეებს აქვთ აზრები, რომლებიც კომუნისტური პარტიის დოგმებისგან განსხვავდება, პარტია მათ აპატიმრებს და ხელახალი განათლების ბანაკებში ანწესებს. ხალხს ჰონგ კონგსა და ტაივანში – ქვეყნებში შთამაგონებელი ცივილიზაციის საერთო ფესვებით, რომლებიც ათასობით წლების მანძილზე იყვნენ თავისუფლები – ახლა ეს თავისუფლება დაკარგული აქვს და პარტიის დიქტატს და მოთხოვნებს ემორჩილება.
ამის საპირისპიროდ, აშშ-ში, თუნდაც დაუფიქრებელი ბუნტის ფონზე, ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს მტკიცე ერთგულებას კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და ადამიანის განუყრელი უფლებების მიმართ.
ბოლო დღეებში პენიკმა აჩვენა სიმართლის აბუჩად აგდება და კანონის შეურაცხყყოფა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის პროპაგანდის ძალისხმევა – ჯორჯ ფლოიდის დაღუპვით გამოწვეული საპროტესტო აქციები გამოიყენოს მის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უარყოფისთვის, ჩვენ მიერ აღიქმება, როგორც თაღლითობა – ისე, როგორც ეს უნდა იყოს აღქმული.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაუნდობლად ნერგავს კომუნიზმს. შეერთებული შტატები, ყველაზე ცუდ დროსაც იცავს თავისუფლებასქ” – აცხადებს პომპეო.