მთავარი ციტატა

“სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამამ არ იმუშავა, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მაინც მოიმატა”

„პანდემიის დასაწყისში დაიწყო ფასების ზრდის პრობლემა. ფასების კატასტროფული ზრდა პირდაპირ აწვებოდა მოქალაქეებს. მე მქონდა ფასების ზრდის მკაცრი კონტროლის სქემაზე წინადადება, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სულ სხვა სისტემა აარჩია. რატომ აარჩია ეს სისტემა, დღეს ძალიან კარგად არის გასაგები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებულმა პროგრამამ არ იმუშავა, რადგან პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასებმა მაინც მოიმატა. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროგრამა შექმნა კონკრეტული კორუფციული სქემისთვის იქიდან გამომდინარე, რომ თავადვე როგორც პარტიას ესარგებლა ფასების ზრდის სიტუაციით და სავარაუდოდ კორუფციული სქემით გაემდიდრებინა ისევ და ისევ საკუთარი პარტიული ინტერესი…”

ანა დოლიძე, სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დამფუძნებელი

“პირველი არხი”

იტვირთბა....