“ვახსენე თუ არა დიღმის ჭალებში ტყის დამარხვა, მაშინვე კალაძე გახდა არაადეკვატური და ამას მოყვა შემდგომ ის ყველაფერი, რაც იყო. მოგვესივნენ, შემდეგ პოლიციაც მოვიდა… ამ ყველაფრის ფონზე, როცა პოლიცია მოვიდა, ერთ-ერთმა აქტივისტმა შემდეგ შეიტანა კიდეც საჩივარი. ასეთი რამ ნარმანიას არ უკადრია. იმხელა ამალით დადის ეს კაცი, თბილისის მერია თუ რომელიმე ქვეყნის პრინცი, ვერ გაიგებ”
დიმიტრი ბიძინაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი
“მთავარი არხი”, “დღის სტუმარი”
შეგახსენებთ, გუშინ ვარკეთილში, თბილისის მერსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახა კვეკვესკირის თქმით, კახა კალაძემ მაისური შემოახია და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.