მთავარი ციტატა

“ჩვენ გადავიქეცით ალიევის კოლონიად… მარტო ამის გამო იქნება ივანიშვილი და მისი ხროვა ძალიან მწარედ გასასამართლებელი”

„ეს გახდა უკვე წესი, ჩვენ გადავიქეცით ალიევის კოლონიად. შუა თბილისში ჟურნალისტი ალიევის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ჩაიყვანეს, მობარებული კაცი გაასამართლეს და ამაზე ხმა არავის არ ამოუღია. ამაზე ერთი საპროტესტო განცხადება არ ყოფილა. „სოკარი“, ეს მაფიოზი სტრუქტურა, ივანიშვილი-ალიევის ერთობლივი სპეცსამსახურია, რომელიც აწარმოებს სხვა ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასაც გარდა, მამისისხლად მოწოდებული გაზისა და ბინძური საწვავისა, რომელიც ტყვიით აბინძურებს ჩვენს ჰაერს. ახლა ამას დაემატა დავით გარეჯის წართმევა და ვერ გავივე, რა არის კოლონია ახლა. ესღა გვაკლდა, დიდი იმპერიების კოლონია მაინც ვიყავით, თავი მოგვქონდა, ახლა ალიევის და ნეჰრიბანას კოლონია გავხდით. ეს არ არის სამარცხვინო? მარტო ამის გამო იქნება ივანიშვილი და მისი ხროვა ძალიან მწარედ გასასამართლებელი“

შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი

ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იტვირთბა....