aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“იყო ორი პროვოკატორი, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, არეულობა შემოეტანათ და არ გამოუვიდათ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომლებსაც ჰქონდათ მცდელობა, არეულობა შემოეტანათ და არ გამოუვიდათ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს.

„იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა”, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ვარკეთილში, თბილისის მერსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახა კვეკვესკირის თქმით, კახა კალაძემ მაისური შემოახია და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....