ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთელი ხროვა ივანიშვილის რეჟიმისა პასუხს აგებს საქართველოს ტერიტორიების გაცემა-გასხვისებისათვის”

“მთელი ხროვა ივანიშვილის რეჟიმისა პასუხს აგებს საქართველოს ტერიტორიების გაცემა-გასხვისებისათვის”, – ეს განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე, დავით გარეჯზე საუბრისას გააკეთა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ისტორიული ტერიტორია აზერბაიჯანს დაუთმო და ნაცვლად იმისა, რომ დაეწყო მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე, ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით გამოძიება დაიწყო. ნათელაშვილი ამბობს, რომ ახლა ყველას, ვინც კი ამ თემაზე რამეს იტყვის, პატიმრობა ემუქრება.

“ეს სივრცე წაიღო პრეზიდენტმა ალიევმა, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს იურიდიულად შეუთანხმებელი, მაგრამ ისტორიულად ქართულ ტერიტორია. სახეზეა ანექსია, ოკუპაცია, აგრესია. სამართლებრივად ამას სხვა არფერი ქვია. ამ ყველაფრით ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი და მათი ურთიერთობა თანაბრად ზარალდება. მ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის დაიწყება, რაც სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს”, – აცხადებს ნათელაშვილი.

იტვირთბა....