“ქუჩური მენტალობა აქვს დედაქალაქის მერს. ასხვავებს ადამიანებს, ეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელიაო, ეს ოპოზიციონერიაო… თურმე, თუ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი დაუსვამს შეკითხვას, მუშტი-კრივზე უნდა გადავიდეს პირდაპირი მნიშვნელობით მერი და ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული. უკაცრავად, მაგრამ ჩვენ გვინახავს ასეთ რამე მისი დავალებით”
ლევან ხაბეიშვილი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი
“მთავარი არხი”
მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა დედაქალაქის მერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. შეგახსენებთ, გუშინ ვარკეთილში, თბილისის მერსა და აქტივისტებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახა კვეკვესკირის თქმით, კახა კალაძემ მაისური შემოახია და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.