„ბოლო დროს დაავადების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება გაჩნდა და ზოგიერთ ადამიანს კორონავირუსული ინფექციის არსებობის საერთოდ არ სჯერა. ასეთ თეორიებსაც ავითარებენ, იმის მიუხედავად, რომ არის სტატისტიკა და ვიცით, რა ხდება სხვა ქვეყნებში. დაინფიცირებულია მილიონობით ადამიანი და არის ძალიან ბევრი დაღუპული. ჩვენი, ექიმების, სპეციალისტების ვალია, მოსახლეობას დავაჯეროთ, რომ კორონავირუსული ინფექცია არსებობს, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია. აი, ეს არის მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ“
ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი
“პირველი არხი”, გადაცემა “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად”