“მაგალითად, წინა შედეგებიდან გამომდინარე, ხონში გვაქვს ძლიერი შედეგები, ასევე თერჯოლაში. ვაკეთებთ საარჩევნო რუკას, სადაც ეს ყველაფერი ჩანს. გარკვეული გეგმები უკვე გვაქვს, მაგრამ აქ შეიძლება კორექტირებები მოხდეს შეთანხმებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია დროს არ გავუსწრებ. თუმცა გპირდებით, რომ შემდეგ პარლამენტში ძლიერად ვიქნებით წარმოდგენილები. გეტყვით იმასაც, რომ დიდი ალბათობით მაჟორიტარი ვიქნები.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ბოკერიამ “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.