“ბევრი მსჯელობაა საერთაშორისო ლიტერატურაში, ხომ არ იწვევს ბავშვებში კავასაკის სინდრომს კორონავირუსული ინფექცია. ზოგადად, კავასაკის სინდრომი ვლინდება ვირუსული ინფექციების დროს. არ არის გამორიცხული, მაგრამ ჯერჯერობით მყარი მტკიცებულებები, რომ კორონავირუსული ინფექცია კავასაკის სინდრომს იწვევს, არ გახლავთ. საქართველოში ჩვენ კორონავირუსული ინფექციის პირობებში, კავასაკის მსგავსი კლინიკური სინდრომის განვითარების შემთხვევა არ გვქონია.”
ამირან გამყრელიძე – დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ ბრიფინგზე გააკეთა.