“8-დან 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობა სწორად არ მიმაჩნია, იცით რატომ?! ყველაფერი შეიძლება დავუთმოთ ერთმანეთს, მაგრამ ვის და რის ხარჯზე?! რას ნიშნავს თმობ და ვის აძლევ? ამის შესახებ „ძალა ერთაობაშიას“ ყველა პარტიამ ხომ უნდა იცოდეს?! ამ ხმებს „ძალა ერთობაშიას“ აძლევ?! გუშინდელმა ნიკა მელიას განცხადებამ გარკვეული დისონანსი შემოიტანა. რაღაცნაირად უნდა ვიმსჯელოთ და მოვიყვანოთ ისევ იმ მდგომარეობაში. მსურს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობას“ გამარჯვება. მსურს ნამდვილი საბოლოო გამარჯვება. დაქსაქსულობით და „ძალა ერთობაშიას“ ფორმატის ნგრევით მხოლოდ სხვისი გეგმა განხორციელდება.”
თაკო ჩარკვიანი – “კანონი და სამართლის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ჩარკვიანმა, “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში გააკეთა. რითაც, “ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, “ძალა ერთობაშიას“ ფორმატი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი არა, ბოკერიამ დაანგრია. “ეს ბოკერიას გეგმაა, რასაც სამწუხაროდ, ნაცებიდან რამდენიმე ადამიანი ვერ გრძნობს.” მისი თქმითვე: “თქვენ ნახეთ ალბათ, საკანონმდებლო ორგანოში „ევროპულმა საქართველომ“ ერთხელ „ნაცმოძრაობას“ მოპარა ხმები. ხომ მათი ხმებით არიან შესულები?! რამე ახალს ხომ არ ვამბობ. იგივე რატომ არ განმეორდება?!”