“PCR-დიაგნოსტიკის საშუალებით ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ის აღმოჩენა. საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოში ასეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ეს გენეტიკური მასალა 2 თვის განმავლობაში ჰქონდა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა სამცხე-ჯავახეთიდან სწორედ ამას უკავშირდება – ერთ ანალიზში ვირუსი არ იყო, შემდეგ კი PCR-ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსი გაჩნდა. ყველა კვლევა ამბობს, რომ ასეთი ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები არ არიან.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელის მოადგილე
აღნიშნული განცხადება იმნაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადება ამირან გამყრელიძემაც გააკეთა.