aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში, ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი და მეორე – საბურთალოს კლასტერი” – გამყრელიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

რი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, მეორე ცხელი წერტილი, რომელიც სრულად კონტროლქვეშაა, “საბურთალოს კლასტერია” – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელი მონაცემების შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ თეთრიწყაროში შემზუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო.

“ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც სამ მუნიციპალიტეტში გვექონდა ჩვენ კოვიდ 19-ის სერიოზული გავრცელება. ეს იყო მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის მთელს ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 36%, აქედან ყველაზე მეტი, 185 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ბოლნისში, 43 -მარნეულში და 59- თეთრიწყაროში. გუშინ უკვე თეთრიწყაროში ბოლო შემთხვევის შემდეგ, გავიდა 2 კვირა ანუ ერთი ინკუბაციური პერიოდი, ვიმსჯელეთ და ჩაითვალა მიზანშეწონილად, რომ შეიძლებოდა იქ უკვე ე.წ. შემზღუდავი ღონისძიებები მოხსნილიყო, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეკომენადაციებით და დღეისთვის ეს მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები რჩება მხოლოდ ორ ადგილას ქვეყანაში, ეს არის სოფელი მუშევანი, ყველაზე დაზიანებული სოფელი ქვეყანაში, სადაც ჩვენ გვაქვს 75 დადებითი შემთხვევა. გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა გვქონდა სწორედ ამ სოფლიდან, რომელიც პირველ ეტაპზე გამოვლენილ ადამიანებს შორის იყო. მეორე ცხელი წერტილი, რომელიც სრულად კონტროლქვეშაა, “საბურთალოს კლასტერია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტვირთბა....