ვარკეთილში, მეოთხე მიკრორაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ მამაკაცის დაკავებას, რომელიც საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისვრის.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება. ხოლო, სამართალდამცავები საცხოვრებელ კორპუსთან არიან გარშემორტყმულები.
უწყების ცნობით, სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.