“უგულავას და ბოკერიას ცეცხლივით ეშინიათ რურუასი და ორივე ძმის ყოველთვის ეშინოდათ. მე ისიც მახსოვს იმ წლებში თბილისში რა ხდებოდა და რას წარმოადგენს რურუა და ეს მთელმა საქართველომ და თბილისმა იცის. აქ დაფარული არაფერია,. თორაძეების ოჯახი რომ გაწყვიტეს ეს იცის ყველამ. ბარამიძე როგორ მოკლეს ყველამ კარგად იცის. წლების მანძილზე ადამიანებს ეშინოდათ, ამათაც ეშინიათ და იმიტომ იცავენ რურუას. „იმედში“ რურუას ბანდა შევარდა და ამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო უგულავა და ბოკერია, ისევე როგორც ბოკერია იყო ციხის ბუნტის სულისჩამდგმელი.”
გოგა ხაინდრავა – რეჟისორი
აღნიშნული განცხადება ხაინდრავამ “POSTV“ ეთერში გააკეთა.