“პანდემია არ დასრულებულა, ქვეყნები კორონავირუსის მეორე, დამანგრეველი ტალღისთვის უნდა მოემზადონ.”
ჰანს კლიუგე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორი
აღნიშნული განცხადება კლიუგემ Telegraph-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
კლიუგემ ქვეყნები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნა, მკაცრად გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ეს დრო მსოფლიომ ვირუსის მეორე ტალღასთან გამკლავებისთვის უნდა გამოიყენოს.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება არ ნიშნავს, რომ პანდემიაა სრულდება, რადგან ახლა ინფექციის ეპიცენტრი აღმოსავლეთია.