“ცვლილება რატომ უნდა განხორციელდეს ეს არ მესმის, ეს ცვლილება რას მოუტანს ქართულ ოცნებას და რა ლოგიკაა ამაში?! რაზე უნდა შეცვალოს გახარია?! ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს ცვლილება არ უნდა მოხდეს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” ყველაფერი მოსულა.”
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე
ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში ისაუბრა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.