“ბოლო თვეების განმავლობაშ დავრწმუნდი, რომ ბევრი “ფეიქ ნიუსის“ მნახველები ვართ. ზოგი ჩემს კოლეგებს ეხებოდათ, ზოგი პირადად მე მეხებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრზე ააგორეს. ამის უკან, რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები დგანან.”
ნათია თურნავა – ეკონომიკის მინისტრი
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. ინფირმაცია გავრცელდა თეა წულუკიანთან დაკავშირებითაც, შესაძლოა ის საკონსტიტუციო სასამართლოს ტავმჯდომარის პოსზე დაინიშნოს.