იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში მედიაში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაცია ვრცელდება.
ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
წულუკიანის თქმით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არჩევნების დასრულებამდე არ იგეგმება.
“ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ფეიკ ნიუსი და ეს ვნახეთ. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ – ესეც არის ფეიკ ნიუსი ანუ ყალბი ინფორმაცია. და გუშინ ვიხილეთ ისევ ოპოზიციის მედიასაშუალებების სახელდახელოდ შექმნილი ახალი ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. ესეც არის ყალბი ინფორმაცია, ე.წ. ფეიკ ნიუსი. არავინ არსად მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს როგორც პრემიერ-მინისტრი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არჩევნების დასრულებამდე არ იგეგმება,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება. ინფირმაცია გავრცელდა თეა წულუკიანთან დაკავშირებითაც, შესაძლოა ის საკონსტიტუციო სასამართლოს ტავმჯდომარის პოსზე დაინიშნოს.