ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფორმაციას, რომ მისაღები გამოცდები ივლისში ჩატარდება, გამოცდების ეროვნული ცენტრში არ ადასტურებენ

უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ივნისის თვის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ “მეტრონომს” გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.

შესაბამისად, გამოცდების ეროვნული ცენტრში  მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეროვნული გამოცდები ივლისის დასაწყისში ჩატარდება, არ ადასტურებენ.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე განათლების სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან რეკომენდაციებზე მუშაობს, რომლებიც აბიტურიენტებმა გამოცდებზე მისვლის დროს უნდა დაიცვან.

“ეროვნული გამოცდების ზუსტი თარიღი გამოცხადდება ივნისში. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ გამოცდები ჩატარდეს ივლისში, როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ამიტომ, მალე გახდება ცნობილი, ზუსტად როდის ჩატარდება გამოცდები. თარიღებმა შესაძლოა, გადაიწიოს აგვისტოსკენ.

ვნახე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ივლისში ჩატრდება გამოცდები. ეს არ არის სიმართლე. ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით და ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება,”- აცხადებენ გამოცდების ეროვნული ცენტრში.

შეგახენებთ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მისულმა აბიტურიენტებმა თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ, ხოლო თუ აბიტურიენტს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას გამოცდების ჩაბარების ალტერნატივას შესთავაზებენ.

 

 

იტვირთბა....