“COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ. ჩვენ ვაკვირდებით ახლა, თუ როგორია ჩვენი მოქალაქეების ქცევა და მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა ღონისძიება დაიცვან. ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ყველა ეს ზომა უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ ხვალ, ზეგ, ერთი კვირა, ერთი თვე და ა.შ”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება ტიკარაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.