ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ჩვენგან გავიდა ყველაზე მძიმე მომენტში. ჩვენს გუნდს უღალატა, არ აქვს საკმარისი ნდობა, რომ პრემიერი გახდეს” – ბარამიძე გიორგი ვაშაძეზე

“ჩვენგან გავიდა ყველაზე მძიმე მომენტში, ბუნებრივია ნდობას დავკარგავდით, ეს , რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ღალატია. როდესაც გამოდის ღარიბაშვილი და ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რადარებიდან გავაქრებ და ივანიშვილს გაცხადებული აქვს პოლიტიკა, რომ ენმ-ს მოვაშთობ, ამ ვითარებაში რომ ვიღაცა შენგან გავა გუნდის [ღალატია]. კიდევ, მაგალითად, რანაირად უნდა გამოგივიდეს ადამიანს, როდესაც პარაშენკო მიხეილ სააკაშვილს ქეჩოში ექაჩება და პანღურით ქვეყნიდან აგდებს, იმის შტაბში რანაირად უნდა იყო?! პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე არ ყოფილა განხილული არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში განიხილება.”

გიორგი ბარამიძე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

აღნიშნული განცხადება ბარამიძემ, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ვაშაძე დადიოდა და ხალხს ეუბნებოდა, რომ პრემიერობის კანდიდატი იყო.

ბარამიძის განცხადებას, თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა და განაცახადა, რომ ბარამიძეს მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი და ემოციურად სხვადასხვა ტიპის განცხადებებს აკეთებს.

იტვირთბა....