მთავარი ციტატა

ეკონომისტი განმარტავს, რა ფაქტორები იწვევს ლარის გამყარებას

“ბოლო პერიოდში დოლარმა დათმო პოზიციები როგორც ევროსთან, ასევე, თურქულ ლირასთან და რუბლთან, ხოლო ლარზე ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ის, თუ როგორ არის დოლარი ამ ვალუტებთან მიმართებაში. ეკონომიკის გახსნაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს; მართალია აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, რაც სამწუხაროა, მაგრამ ჩემი აზრით, შეიძლება უარესიც ყოფილიყო იმ გამოწვევის ფონზე, რაც გვაქვს. ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა, რაც აპრილში 42.3%-ით შემცირდა, თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ყოველკვირეული ინდიკატორების მიხედვით მაისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჯამში, დიდ ოპტიმიზმზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჩვენს გარშემო ქვეყნებში ყველგან სახარბიელო მდგომარეობა, ჯერჯერობით, არ არის. თუმცა, ეკონომიკის გახსნის მხრივ შედარებით მცირე, თუმცა პოზიტივი მაინც გვაქვს.“

ოთარ ნადარაია – „თიბისის“ მთავარი ეკონომისტი

ამის შესახებ  ოთარ ნადარაია Bm.ge-სთან განაცხადა.

ხვალისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0772 ლარი გახდა, ერთი ევროს ღირებულება კი – 3.4366 ლარი.

იტვირთბა....