“ნაცმოძრაობის საყურადღებოდ! თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 2-ჯერ დამიკვეთეს საათები და ორივეჯერ ტენდერის გარეშე, თუმცა მაშინ არავინ შეშფოთებულა. დაოკდით და ნერვებს მიხედეთ. ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს.”
ზვიად ციკოლია – დიზაინერი
ამის შესახებ ზვიად ციკოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ამ საკითხე კომენტარი თავდაცვის მინისტრმაც და აღნიშნა, რომ ერთი საათი 165 აშშ დოლარი ჯდება.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს, ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომლებზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა – თავდაცვის ძალები. მისივე თქმით, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.