მთავარი ციტატა

“თუ ეს საჩუქრები ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს”

“საზოგადოებისთვის რომ განვმარტო, თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება. თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს.“

ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს, ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომლებზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა – თავდაცვის ძალები. მისივე თქმით,  მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

 

იტვირთბა....