მთავარი ციტატა

კავკასიის მედიცინის ცენტრში განმარტავენ, რომ დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი ფილტვების მექანიკურ ვინტილაციაზე იმყოფება

“კავკასიის მედიცინის ცენტრში შემოიყვანეს 39 წლის მამაკაცი ელექტრო ტრამვით, აღენიშნებოდა გულის გაჩერება. შემოყვანიდან 10 წუთის განმავლობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების შემდეგ, აღდგა გულის მუშაობა. პაციენტი ამჟამად ფილტვების მექანიკურ ვინტილაციაზე იმყოფება. 2-3 დღეში მოხდება პაციენტის შეღვიძება, მოხდება ნევროლოგიური სტრესის განსაზღვრა და მოგახსენებთ, შემდგომ პროცესს.”

ამის შესახებ კლინიკა კავკასიის მედიცინის ცეტრის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა

შეგახსენებთ, “ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე, მომუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტი ადგილზე აფეთქებულ კომპრესორს ამოწმებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. შსს-ის თანამშრომელი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა მძიმეა.

იტვირთბა....