ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გლდანის რაიონში შვიდ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო

გლდანის რაიონში ბავშვთა გასართობი ზონები ეწყობა. სამუშაოები შვიდ მისამართზე  უკვე დასრულდა, რვა მისამართზე კი – დაიწყო.

გასართობი ზონები ქერჩის N6 კორპუსის, გლდანის მესამე მიკრორაიონის კორპ N79 „ბ“, მეექვსე მიკრორაიონის N21 კორპუსის, მეორე მიკრორაიონის N42 ა კორპუსის, მერვე მიკრორაიონის N24-25 კორპუსების მიმდებარედ და „ა“ მიკრორაიონის N54, ასევე, მეხუთე მიკრორაიონის N13 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად დაათვალიერა.

ასევე, გასართობი სივრცეების მოწყობა იწყება ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან. მსგავსი ზონები ავჭალაში, ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედაც გაკეთდება.

სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიებზე სკვერისთვის საჭირო ინვენტარი განთავსდება.

15 მისამართზე ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს „ექსიმ მეიდ“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 299 486 ლარია გათვალისწინებული.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....