aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი სოფელ მუშევანიდანაა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 13 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....