“მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან, პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მაღალ თანამდებობაზე და მქონდა მაღალი შემოსავლები, განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ.”
ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი
აღნიშნული განცხადება ღარიბაშვილმა, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, როცა პოლიტიკიდან წავიდა, ბოლო ორ წელში ნახევარი მილიონი ჰქონდა შემოსავალი, კონსულტაციების გზით თუ კერძო კომპანიებში ჩართულობით.