თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 165 555 შეადგინა. გარდაცვლილია 4 585 პაციენტი. ხოლო 129 921 სრულად გამოჯანმრთელდა.
1-ლი ივნისიდან თურქეთში კარანტინის რეჟიმის მნიშვნელოვანი შერბილება დაიწყო. ზაფხულის დასაწყისიდან განახლდა საბავშვო ბაღების მუშაობა, თუმცა 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ პირებისათვის გარეთ გასვლის შეზღუდვა ძალაში რჩება.