“თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -USHAŞ მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს.”
აღნიშნული განცხადება, თურქეთში საქართველოს საელჩომ “ფეისბუქ” გვერდზე გამოაქვეყნა.