“მივმართავ ამერიკელ ხალხს, მსოფლიოს ესმის თქვენი პროტესტი მთავრობის მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ. მსოფლიო თქვენს გვერდით დგას.”
აღნიშნული განცხადება ირანის საგარეო უწყების სპიკერმა გააკეთა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ირანის მტერია, რომელიც ძალადობასა და ჩაგვრას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ახორციელებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მთავრობას მოუწოდებს, რომ საკუთარ ხალხზე “ძალადობა შეწყვიტოს” – ინფორმაციას ამის შესახებ, Aljazeera ავრცელებს.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.