ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 ივნისიდან  4 ივნისამდე, ასევე 4 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება აღინიშნოს.

იტვირთბა....