“სინოდის სხდომა კანონით უკვე მომავალ კვირას უნდა იყოს. ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს. ვიბრძვი მხოლოდ ამისთვის, ღვთის ჯილდოა მთავარი. ისევე როგორც სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიწიერი რაღაც, თანამდებობრივი, თუ ქონებრივი, თუ იერარქიული ხარისხის დაკარგვით ცხოვრება არ მთავრდება.”
მეუფე პეტრე ცაავა – ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი
აღნიშნულით პეტრე ცაავა ბოლო დროს მის ირგვლივ განვითარებულ მოვნელებს გამოეხმაურა.
ცნობისთვის, შესაძლოა პეტრე ცაავა ეკლესიიდანაც განკვეთონ, სინოდის მორიგი სხდომა ამ თვეშია დაგეგმილი და სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში თუ ყოფილი მიტროპოლიტი ხმამაღალ განცხადებებს არ შეწყვეტს, მისი საკითხს მღვდელთმთავრები განიხილავენ. სკანდალური განცხადებების გამო ის მღვდელთმთავრობიდან ბოლო სინოდის სხდომაზე უკვე ჩამოაქვეითეს.