aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, რუსეთში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, რუსეთში ვიზიტს გეგმავს.

ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე გამგზავრებას გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერსა და მის ოჯახს გამოჯანმრთელება უსურვა. რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 24 ივნისამდე გამოჯანმრთელდება და გამარჯვების დღის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმსა და სხვა ღონისძიებებზე დასწრებას შეძლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ახალი ტიპის კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

იტვირთბა....