საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 2 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.1172 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1761 ლარი ღირდა.
ხოლო, შედარებით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4626 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5366 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 ივნისს ამოქმედდება.