ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებს შევთავაზებთ მთლიანად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს”

“European Best Destinations-ის მიერ თბილისისა და ბათუმის უსაფრთხო ქალაქებად აღიარება არის სწორედ იმ ახალი კონცეფციის დადასტურება, რითიც ჩვენ ხელახლა ვაცნობთ მსოფლიოს საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილს, ტურისტულად, ეპიდემიოლოგიურად ყველაზე მეტად უსაფრთხო ქვეყანას”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის  თქმით, საქართველო ხვალიდან საერთაშორისო ვიზიტორებს  ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს შესთავაზებს.

„პირველი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებს შევთავაზებთ მთლიანად საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ორი დიდი ქალაქი – თბილისი და ბათუმი აღიარებულია, როგორც ყველაზე მეტად უსაფრთხო ტურისტული დანიშნულების ადგილი“, – განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა.

European Best Destinations ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობა-პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი პორტალი European Best Destinations. com, რომელიც ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდია ევროპაში, მოგზაურებს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, ევროპაში პოპულარულმა სამოგზაურო პლატფორმამ – European Best Destinations – ბათუმი და თბილისი ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს, ბათუმი კი მეშვიდე ადგილზე მოხვდა.

იტვირთბა....