ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე პარიზის მოსახლეობა დასასვენებელ პარკებში გავიდა

საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, მოსახლეობას უკვე შეუძლია პარკებსა და ბაღებში გასვლა – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

თითქმის 11-კვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ პირველად პარიზში მოსახლეობას რეკრეაციულ ზონებში გასვლის შესაძლებლობა მიეცა. სწორედ პარკები იყო ერთ-ერთი ბოლო ადგილი, რომლებიც საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გაიხსნა.

საფრანგეთში COVID 19 ჯამში 188 625 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 28 771 გარდაიცვალა, 68 268 კი გამოჯანმრთელდა.

იტვირთბა....