ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვის მდგომარეობა – გუგა ქაშიბაძე დამწვრობის ხარისხზე საუბრობს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან დამწვრობის ცენტრში გადმოყვანილი ექვსი წლის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ქაშიბაძის თქმით, პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.

„პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისათვის არის სტაბილური, თუმცა საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია – 25 პროცენტი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა. პაციენტი მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ტრავმა მიიღო ბენზინის აალების შედეგად. ძირითადად ზედა კიდურების უკანა მხარე არის დამწვარი. ამ წუთისათვის პაციენტი სტაბილიზააციას ინარჩუნებს“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში 6 წლის ბავშვი გადმოიყვანეს დამწვრობის დიაგნოზით – ბავშვი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული.

იტვირთბა....